ანანიძემ სრული დატვირთვით ივარჯიშა

20-08-2016, 23:37

 მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რუსული კლუბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

23 წლის ჩვენებურს, ახალ სეზონში წარმატებული სტარტის შემდეგ, კუნთზე მიღებული დაზიანების გამო, თითქმის 2 კვირა გაუცდა. რამდენიმე დღის წინ მან ინდივიდუალური პროგრამით, აღდგენითი კურსის გავლა დაიწყო, ახლა კი, როგორც ჩანს, მომავალ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ასე რომ, ანანიძე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი 5 სექტემბერს, თბილისში ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა სანაკრებო შეკრება 29 აგვისტოს დაანონსა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით