• 01-04-2024
    მარკოს ალონსო "ბარსელონას" დატოვებს
    მარკოს ალონსო "ბარსელონას" დატოვებს
    Author of the article
    Aa

    მარკოს ალონსო "ბარსელონას" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, - იუწყება ფაბრიციო რომანო.

    ფეხბურთელსა და კლუბს შორის უდიდესი ურთიერთპატივისცემა სუფევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

    იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსადან" შეიძლება სერხი რობერტოც წავიდეს, ოღონდ ამას გადაჭრით ჯერ ვერ ვიტყვით. კაპიტნის მომავალი იმაზეც იქნება დამოკიდებული, ჩავი ერნანდესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას გადაიფიქრებს თუ არა.

    რაც შეეხება ალონსოს, "ბლაუგრანას" იგი 2022 წლის ზაფხულში, ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა.

    მიმდინარე სეზონში 33 წლის მარცხენა მცველმა სულ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები