• 01-04-2024
    ჩავის გეგმა აქვს - რას დაუპირისპირებს ესპანელი "პსჟ-ს"
    ჩავის გეგმა აქვს - რას დაუპირისპირებს ესპანელი "პსჟ-ს"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება და იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე კატალონიელებს ლა ლიგაში თამაში არ უწევთ, სრული კონცენტრაცია უკვე აღნიშნული შეხვედრისკენაა მიმართული.

    SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა სათამაშო გეგმაც შეიმუშავა.

    "მაესტრომ" კარგად იცის, რომ ლუის ენრიკეს "პსჟ" მეტოქეზე მაღალი პრესინგის წარმოებაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. პარიზელები მოწინააღმდეგეს ბურთის პასებით ამოტანის საშუალებას არ აძლევენ და მათი მცველების შეცდომებზე არიან ჩასაფრებულნი.

    სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩავიმ, რომ "პარკ დე პრენსზე" თავის შეგირდებს უფრო ვერტიკალური ფეხბურთი ათამაშოს.

    44 წლის სპეციალისტი ფეხბურთელებს გრძელი პასების გაკეთებასაც დაავალებს. ჩავის მთავარი დასაყრდენი აქ 17 წლის უკანახაზელი, პაუ კუბარსი იქნება, რომელმაც ამ უნარით თავი უკვე დაგვამახსოვრა.

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბარსას" პირველი მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები