• 02-04-2024
    გადაწყვეტილება მიღებულია! - რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს
    გადაწყვეტილება მიღებულია! - რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე უკვე რამდენიმე თვეა “აიაქსიდან” იჯარით “მეცში” ასპარეზობს.

    Voetbal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდული გუნდი მიქაუტაძეს აუცილებლად გაყიდის.

    “მეცს” გიორგის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება, თუ ფრანგული გუნდი გიორგის არ შეისყიდის “აიაქსი” ქართველ ფორვარდს სხვა გუნდში გაუშვებს.

    საგულისხმოა, რომ მიქაუტაძის შემცლელად “აიაქსი” “ატლანტა იუნაიტედის” არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონს, ტიაგო ალმადას განიხილავს.

    ცნობისთვის, გიორგიმ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები