"ინტერი" სისოკოს უმიზნებს

21-08-2016, 23:54

გავრცელებული ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ცდილობს, რომ "ნიუკასლის" ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი მუსა სისოკო შეიძინოს.

Shields Gazette-ს ცნობით მილანელები აქტიურად ცდილობენ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთან და მის ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკებების წარმართვას. ჯერ-ჯერობით არ სახელდება სავარაუდო თანხა და კონტრაქტის დეტალები, რის შეთავაზებასაც იტალიური მხარე აპირებს.

შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ მუსა სისოკოს შეძენით მილანელების გარდა კიდევ რამდენიმე გუნდია დაიტნერესებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ტურინის "იუვენტუსია".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით