• 03-04-2024
    ოქრი "დინამოში" - თორნიკე ფეხბურთს უბრუნდებაა
    ოქრი "დინამოში" - თორნიკე ფეხბურთს უბრუნდებაა

    თორნიკე ოქრიაშვილი ბრუნდება!

    თორნიკე ოქრიაშვილმა და "დინამო თბილისმა" ერთწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიღწიეს.

    Geo Team-ის ინფორმაციით, დღეს "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმეს. 32 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას 4 აპრილს გაივლის და ოფიციალურად "დინამო თბილისის" წევრიც გახდება, რაც არ გამორიცხავს 8 აპრილს მიის დინამო ბათუმის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში ხილვას.

    თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე კვირაა დინამო თბილისში ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბი მისი შრომით კმაყოფილია.

    Facebook კომენტარები