ბაკა: "მილანში დადებულ პირობას ვასრულებ"

22-08-2016, 01:33

"მილანის" კოლუმბიელმა ფორვარდმა კარლოს ბაკამ "ტორინოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბისათვის მიცემულ პირობას შეასრულებს.

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს პირველ ტურში "მილანმა" სან სიროზე "ტორინოს" მასპინძლა და მეტოქე კოლუმბიელის ჰეთ-თრიკის წყალობით 3:2 დაამარცხა.

"მე ჩემს ბიჭს შევპირდი, რომ ჰეთ-თრიკს შევასრულებდი და ამიტომაც დავარტყი პენალტი. ეს სწორედ მისთვის გავაკეთე. როდესაც სხვა კლუბებისგან შემოთავაზება მომდიოდა, ამ საკითხს ოჯახთან ერთად განვიხილავდი. მე აქ ვრჩები და ვფიქრო, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "მილანს" შევპირდი, რომ ევროტურნირებზე დავაბრუნებ." - განაცხადა კარლოს ბაკამ. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით