ზიდანი: "ხამესი "რეალში" ბედნიერია"

22-08-2016, 15:56

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავკაცის აზრით, ხამეს როდრიგესი გუნდში თავს მშვენივრად გრძნობს და არ აპირებს სხვაგან წასვლას.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გასულ ლა ლიგის სეზონში სულ 17 შეხვედრა ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, გუშინ კი, სამეფო კლუბის დანაკლისის მიუხედავად მხოლოდ მეორე ტაიმში მოუწია 13 წუთით მოედანზე ყოფნა.

ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო იზრდება ჭორები იმის შესახებ, რომ ხამესი კლუბს დატოვებს. მაგრამ ამ ჭორებს არ ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი.

"ხამესი გუნდში თავს კარგად გრძნობს და არ აპირებს ჩვენს დატოვებას. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ყოველთვის მოიძებნება მისი ადგილი შემადგენლობაში."

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი მადრიდულ გრანდში 2014 წელს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით