რაკიტიჩი: "ისინი "ბარსელონაში" ახალ ერას შექმნიან"

22-08-2016, 19:37

"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები მოუწონა.

"ბარსა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მართალია, ჩვენ არ დაგვიმატებია ვარსკვლავები, თუმცა ახალწვეული მოთამაშეები მალე საკუთარ სახელებს მსოფლიოს დაამახსოვრებენ".

"არ მინდა ახალგაზრდები ძალიან შევაქო, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასაუმჯობესებელი, თუმცა თუ "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ შეხვედრა ნახეთ, მაშინ დაინახავდით, რომ ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ".

"ჩვენი, კლუბის შედარებით გამოცდილი ფეხბურთელების ვალია, რომ მათ ბევრი რამ ავათვისოთ. ეჭვიც არ მეპარება, ლუკას დინი, სამუელ უმტიტი, ანდრე გომესი და დენის სუარესი "ბლაუგნარას" ისტორიაში დიდ კვალს დატოვებენ", - ამბობს რაკიტიჩი.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით