• 03-04-2024
    კლოპი: "არსენალი" და "სიტი"? არც ვიცოდი, რომ ისინი დღეს თამაშობდნენ"
    კლოპი: "არსენალი" და "სიტი"? არც ვიცოდი, რომ ისინი დღეს თამაშობდნენ"

    პრემიერ ლიგის სატიტულო რბოლა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პირველ ადგილს "ლივერპული" იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან "არსენალს" 2, ხოლო მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" - 3 ქულით უსწრებს.

    სატურნირო ცხრილის ლიდერები შუა კვირის ტურში თავიანთ მატჩს ხვალ, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. მანამდე მათ შეეძლებათ, რომ უშუალო კონკურენტების დღევანდელ შეხვედრებს მიადევნონ თვალყური, თუმცა იურგენ კლოპი ამას არ აპირებს.

    "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეების შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    "არც კი ვიცოდი, რომ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დღეს თამაშობდნენ. ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მათგან ყოველთვის გამარჯვებას ველი. საქმე ამაში არ არის. ჩვენ ჩვენი თამაშები უნდა მოვიგოთ და ჩვენი ქულები უნდა ავიღოთ. სიმართლე გითხრათ, სხვები არ მაინტერესებს.

    წლების წინ, როცა სხვა გუნდის მატჩს ვუყურებდი და "ლესტერის" მოგება მინდოდა, ეს არ გამოვიდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა კონკურენტის მატჩს ამ განზრახვით მივადევნე თვალი. 

    წარსულისგან ასე სწავლობ. როცა კონკურენტები თამაშობენ, გულისცემა არ მეზრდება," - თქვა კლოპომ.

    "არსენალი" დღეს "ლუთონ თაუნს", თბილისის დროით 22:30 საათიდან დაუპირისპირდება, "მანჩესტერ სიტისა" და "ასტონ ვილას" ჯახი კი 23:15 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება "ლივერპულსა" და "შეფილდს" ისინი ხვალ, 22:30 საათიდან შეერკინებიან ერთმანეთს.

    Facebook კომენტარები