ბრიტანული გრანდები ლიხშტაინერისთვის იბრძვიან

22-08-2016, 21:21

როგორც ჩანს შვეიცარიელი მარჯვენა მცველი, სტეფან ლიხშტაინერი სულ მალე ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს.

იტალიურმა კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ იაქტიურა. ტურინელებმა ლიხშტაინერის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველი, დანი ალვეში დაიმატეს რომელმაც მალევე ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან შვეიცარიელი ფეხბურთელი.

ამის გათვალისწინებით, მალევე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი ტურინს დატოვებს და დიდი ალბათობით ბრიტანეთში გადაბარგდება. როგორც იტალიური მედია იუწყება, სტეფანის დასამატებლად ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელის" და მანჩესტერ "სიტი" იბრძვიან.

ლიხშტაინერს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ალბათ ტურინელებს არ სურთ მისი უფასოდ გაშვება, შესაბამისად ისინი მაქსიმალურად ეცდებიან მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშივე გაყიდონ სარფიან ფასად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით