• 03-04-2024
    "ბარსელონა" ანდონი ირაოლას აკვირდება
    "ბარსელონა" ანდონი ირაოლას აკვირდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" ინგლისური "ბორნმუთის" მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლას აქტიურად აკვირდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ალბერტ გრასია.

    ირაოლა "ბარსაში" მისი სათამაშო სტილისა და ლა ლიგის გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილების გამო მოსწონთ. 41 წლის სპეციალისტი ჯერ "რაიო ვალეკანოს" ედგა სათავეში, შემდეგ კი "ალუბლებს" მიაშურა, სადაც ფეხბურთელებს 433 ან 4:321 ფორმაციით ათამაშებს ხოლმე.

    "ბორნმუთი" ახლა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი გუნდია, რადგან ბოლო 15-დან 13 ქულა აქვთ აღებული.

    ირაოლას "ალუბლებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. ცხადია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ რეალური დაინტერესების შემთხვევაში, მან "ბლაუგრანას" გაწვრთნაზე უარი თქვას.

    კატალონიურ გრანდში ჯერ კიდევ ცდილობენ ჩავი ერნანდესის გადარწმუნებას, თუმცა, როგორც ხედავთ, სხვა კანდიდატების ძებნა მაინც მიმდინარეობს.

    Facebook კომენტარები