• 04-04-2024
    წიტაიშვილი უკრაინაში ბრუნდება? - უახლესი ცნობები
    წიტაიშვილი უკრაინაში ბრუნდება? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველი გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოდან” ბათუმის “დინამოში” იჯარის წესით ასპარეზობს.

    როგორც უკრაინული გამოცემა, Sport.UA იტყობინება წიტაიშვილის შეძენა “ჟიტომირ პოლისას” სურს.

    უკრაინული გუნდი ქართველ ფეხბურთელს ტრავმირებული ბენი მაკუანის შემცვლელად განიხილავს.

    ცნობისთვის, წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ყველაფერი უკრაინულ გუნდზე იქნება დამოკიდებული.

    Facebook კომენტარები