რემზის ახალ ვარცხნილობას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა (ფოტო)

23-08-2016, 21:30

ლონდონის "არსენალისა" და უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემზიმ იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა და გულშემატკივრების წინაშე ახალი ვარცხნილობით წარსდგა.

რემზიმ გარკვეული პერიოდის წინ თმა ყვითლად შეიღება, რაც უამრავ გულშემატკივარს არ მოეწონა. ახლა უელსელმა გადაწყვიტა, რომ მის თმას ნაცრისფერი უფრო მოუხდებოდა და ასევე რამდენიმე ზოლიც გაიკეთა. გულშემატკივრები მას ამ არჩევანს საკმაოდ უარყოფითად უფასებენ.

 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით