• 04-04-2024
    სიტი და არსენალი საქმეში არიან - 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით გრანდები ინტერესდებიან
    სიტი და არსენალი საქმეში არიან - 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით გრანდები ინტერესდებიან

    როგორც მოგეხსენებათ, 16 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ სალია მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოს” მაისურით ბრწყინვალედ გამოიყურება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს HITC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ სალიას შეძენით “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “არსენალი” ინტერესდებიან.

    ბრიტანული წყაროს ცნობით, პრემიერ ლიგის გუნდები სალიას ახალ კვარაცხელიად მიიჩნევენ და მისი შეძენა სურთ.

    საგულისხმოა, რომ ვახოს შეძენით ევროპის ტოპ გუნდები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებამდეც ინტერესდებოდნენ.

    ცნობისთვის, 16 წლის სალიამ მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვახო საქართველო 17-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. 

    Facebook კომენტარები