"მილანს" "ტოტენჰემის" ნახევარმცველი სურს

23-08-2016, 23:27

როგორც "Sky Sports" იტყობინება, "მილანმა" "ტოტენჰემის" 21 წლის ნახევარმცველ ნაბილ ბენტალების ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ლონდონური კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის და ტრანსფერზეა დაყენებული.

როგორც ცნობილია, "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ფეხბურთელის გასვისების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მზად არის, ნებისმიერ წინადადებას დათანხმდეს, მათ შორის არენდას გამოსყიდვის უფლებით, თუმცა არა პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში. 

არსებობს ერთი პრობლემაც - ფეხბურთელი ვერ არწმუნებს "მილანს" თავისი ფიზიკური მდგომარეობის გამო. გასულ სეზონში ბენტალები ორჯერ იყო ტრავმირებული.  მიუხედავად ყველაფრისა, იჯარამ "როსონერის" ყურადღება შესაძლოა მიიქციოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით