• 04-04-2024
    ფატის დაბრუნება უნდა - "ბარსელონას" პოზიცია
    ფატის დაბრუნება უნდა - "ბარსელონას" პოზიცია
    Author of the article
    Aa

    ანსუ ფატის მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, ალექს პინტანელი.

    ესპანელი თავდამსხმელი "ბრაიტონში" თავისი საუკეთესო ფორმის აღსადგენად გაუშვეს, თუმცა ანსუს ინგლისური კარიერა წარმატებულად ნამდვილად არ განვითარებულა.

    "თოლიების" უკანასკნელ პრემიერ ლიგურ მატჩში, სადაც ისინი "ბრენტფორდს" დაუპირისპირდნენ, ანსუ განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. გუნდის თავკაცმა, რობერტო დე ძერბიმ მას ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

    ფატის სურვილი გასაგებია, მაგრამ კლუბიდან მას არავინ აძლევს გარანტიას, რომ წლევანდელ ზაფხულს დააბრუნებენ.

    მიმდინარე სეზონში ანსუმანეს მონაგარი 4 გოლი და 1 ასისტია.

    Facebook კომენტარები