• 05-04-2024
    City's boy is Chelsea's man - კოულ პალმერი დაფრინავს
    City's boy is Chelsea's man - კოულ პალმერი დაფრინავს





    ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, ჩვენ ვიხილეთ სრული სიგიჟე. ჯამში 7 გატანილი გოლი და საოცარი სანახაობა, რომლის ერთ ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ 21 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი. მან "სტემფორდ ბრიჯზე" ჩამოსულ "წითელ ეშმაკებს" 3 გოლი გაუტანა, აქედან ბოლო, გადამწყვეტი, ენცო ფერნანდესის ასისტით მან 101 წუთზე შეაგდო  და თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი ოფიციალური ჰეთ თრიკიც ჩაიწერა.

    გარდა ამისა, გუშინდელ მატჩში გამოცემა "sofascore"-სგან პალმერმა უმაღლესი შეფასება მიიღო (10), რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პალმერმა "სიტიდან" ლონდონს მიაშურა და "ჩელსის" მაისური მოირგო, საუცხოო ფორმაში შევიდა და მიმდინარე სეზონში 26 ჩატარებულ მატჩში 16 გოლი და 8 ასისტი მოაგროვა, აქედან 8 თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, ამ კომპონენტში კი პალმერს 100%  მაჩვენებელი აქვს.

    Facebook კომენტარები