• 05-04-2024
    კვარა და “ბარსელონა” რეალური ხდება! - უახლესი ცნობები
    კვარა და “ბარსელონა” რეალური ხდება! - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

    როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები შედგა. “ლურჯ-ბროწეულისფერები” უკვე რამდენიმე თვეა ხვიჩას აკვირდებიან.

    თუ ხვიჩამ “პარტენოპეისთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, ამ შემთხვევაში ტრანსფერი უფრო რეალური გახდება.

    ცნობისთვის, ხვიჩას “ნაპოლისთან” ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები