• 05-04-2024
    სამარცხვინო ციფრები - გასაჯაროვდა "ნაპოლის" ხელფასები, სადაც კვარას მაჩვენებელი ბოლოა
    სამარცხვინო ციფრები - გასაჯაროვდა "ნაპოლის" ხელფასები, სადაც კვარას მაჩვენებელი ბოლოა

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიშო" ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი 1,5 მილიონი ევროა.

    ქართველის მხარე ამ თანხის გაზრდას საგრძნობლად ითხოვს, რადგან აშკარად ჩანს, რომ კვარა "პარტენოეპისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ლიდერია.

    იტალიურ პრესაში საჯაროვდება ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელთა ხელფასები, ამ მაჩვენებლით კი კვარა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

    ცნობილია, რომ ვიქტორ ოსიმენის ხელფასი წლიურად 12 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ეს არაფერია, რადგან იანვარში ნაყიდი ლეანდერ დენდონკერი წლიურად 2,2 მილიონ ევროს გამოიმშავებს, მიუხედავად იმისა, რომ მას მოედანზე მხოლოდ 17 წუთი აქვს გაატრებული.

    მსგავსი ციფრები მართლაც რომ სამარცხვინო და მიუღებელია.

    ცნობისთვის, კვარაზე დაბალი ხელფასი მხოლოდ სათადარიგო მეკარეებს, ნიკიტა კონტინის და პიერლუიჯი გოლინის, აქვთ. ასევე, ჰამედ ჟუნიორ ტრაორესა და ნათანს.


    Facebook კომენტარები