ხამესი და მორატა "არსენალში", სანჩესი "რეალში"

24-08-2016, 16:27

დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა უცხოურ მედიაში.

ფრანგული გამოცემა  Don Balon_ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ხმაურიან გაცვლას აწარმოებენ.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული ალექსის სანჩესის "გათეთრებით", თავის მხრივ არსენ ვენგერს თავის გუნდში ხამეს როდრიგესისა და ალვარო მორატას ხილვა სურს, ასე რომ, როგორც ჩანს საქმე სერიოზულ ბარტერს ეხება.

მადრიდელების გარდა, ჩილელი ფეხბურთელის საკუთარ კლუბში ხილვა მილანის "ინტერსაც" სურს და ისინი მზად არიან ამ ტრანსფერისთვის 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, როგორც ცნობილია ვენგერი ამ ტრანსფერზე არ თანხმდება და სანჩესის გაშვებას მხოლოდ ზემოთხსენებული ბარტერის შემთხვევაში აპირებს.



  • Cule_Cule
  • 24 აგვისტო 2016 23:21
sanchesi figusavit gori araa ro madridshi wavides

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით