• 06-04-2024
    უარი ვოლკანოვსკის! - თოფურიას მიზნები ცნობილია
    უარი ვოლკანოვსკის! - თოფურიას მიზნები ცნობილია

    UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას UFC 305-ზე ავსტრალიში ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ბრძოლა შესთავაზეს.

    “ელ მატადორმა” ზემოხსენებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

    “ავსტრალია გამორცხულია. რატომ უნდა ვიბრძოლო ჩემი მეტოქის სახლში? პირადად მე მიმაჩნია, რომ ვოლკთან რევანშს აზრი არ აქვს, მითუმეტეს აგვისტოში, რადგან მან ისეღი დარტყმა მიიღო, რასაც არავის ვუსურვებდი.

    მომდევნო კვირაში მაიამიში ჩავფრინდები და UFC-ის წარმომადგენლებს შევხვდები. ბრძოლის თარიღს და მომავალ მეტოქეს სწორედ იქ დავადგენ.

    2025 წლის დასაწყისში ჩხუბის გამართვა, განახლებულ სანტიაგო ბერნაბეუზე, გენიალური იდეაა. ადამიანმა ფეხი კოსმოსში დადგა და რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს?” - განაცხადა თოფურიამ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები