• 06-04-2024
    მატჩები ჩაინიშნა - ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე
    მატჩები ჩაინიშნა - ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის წინ ტურნირზე მონაწილე გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ.

    ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრები იქნება, რომელმაც 2 მატჩი ჩანიშნა.

    "90min_geo"-ს ინფორმაციით, ჩვენი გუნდი პირველ ამხანაგურ თამაშს 5 ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისში შედგება.

    რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, "ჯვაროსნები" 9 ივნისს სტუმრად მონტენეგროს შეხვედებიან.

    აქვე გეტყვით, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ოპონენტები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.

    Facebook კომენტარები