• 06-04-2024
    კანსელუ თანახმაა - ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული
    კანსელუ თანახმაა - ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული

    ჟოაო კანსელუმ თანხმობა განაცხადა "მანჩესტერ სიტიში" ხელფასის 2 მილიონი ევროთი შემცირებაზე, რათა შეძლოს "ბარსაში" დარჩენა. 

    მართალია, მან უარი განაცხადა ხელფასის დაკლებაზე, თუმცა გარანტია არ აქვს, რომ ის "ბლაუგრანას" რიგებში აუცილებლად დარჩება. მისი სურვილია გააგრძელოს ესპანეთში თამაში, მაგრამ ამ დროისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ხორხე მენდესი პორტუგალიელის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. 

    შეგახსენებთ, რომ 29 წლის კანსელუს სატრანსფერო ღირებულება "transfermarkt"-ის მონაცემებით 30 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 4 გოლი და 4 ასისტია.

    Facebook კომენტარები