• 07-04-2024
    “კვარაცხელიას წინააღმდეგ ეს გავაკეთე” - ლამინე იამალი
    “კვარაცხელიას წინააღმდეგ ეს გავაკეთე” - ლამინე იამალი

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

    1/8 ფინალში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დანარცხება შეძლეს და სწორედ ასე მოიპოვეს საუკეთესო 8 კლუბში ადგილი.

    პსჟ-სთან მატჩის წინ “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინე იამალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “არა მხოლოდ მბაპეს წინააღმდეგ, მე ყოველთვის ვცდილობ განაპირა მცველებს დავეხმარო. მაგალითად კვარაცხელიას წინააღმდეგ 1/8 ფინალურ მატჩში დაცვას აქტიურად ვეხმარებოდი”. - განაცხადა იამალმა.

    ცნობისთვის, პსჟ-სა და “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება 10 აპრილს შედგება.

    Facebook კომენტარები