ზიდანმა პიკეს განცხადებას უპასუხა

27-08-2016, 03:30

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავკაცი კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის ორიოდე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"თეთრაბმა" წელს მეთერთმეტედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა როდესაც პიკეს მათ ტრიუმფზე შეეკითხა მან ჩვეულ სტილში "კბენით" უპასუხა და განაცხადა რომ მადრიდელებს იოლი გზა შეხვდათ ჩემპიონობისთვის.

გუშინ კი უკვე მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა პიკეს ზემოთხსენებულ განცხადებას.

"მას თავისი ხედვა და აზრები აქვს." - აცხადებს ზიზუ. "ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ხანი ვიბრძოდით."

"ხერარდმა განაცხადა, რომ ჩემპიონატი მოიგეს და ამიტომაც ესპანეთში საუკეთესო გუნდი სწორედ მისი გუნდია. თუ ლიგას იგებ, რა თქმა უნდა სრული უფლება გაქვს რომ ასეთი განცხადება გააკეთო. მაგრამ სჯობს, რომ ასე მაშინ ილაპარაკო, როდესაც ჩემპიონთა ლიგას მოიგებ. ისინი კი ამჟამად არ არიან ევროპაში საუკეთესოები."

"სულ მალე ახალი სეზონი დაიწყება, რომელშიც მხოლოდ "ბარსელონა" და "რეალი" არ მონაწილეობენ, მოგვიწევს არაერთი გუნდის ძლევა, რათა წარმატებას მივაღწიოთ."



ამან ხო წაიღო ტვინი..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით