• 07-04-2024
    "არ დავიმალები" - მბაპეს "ბარსელონაზე" ჰკითხეს
    "არ დავიმალები" - მბაპეს "ბარსელონაზე" ჰკითხეს
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენის" ფრანგ მეგავარსკვლავს, კილიან მბაპეს "ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ჰკითხეს.

    "ეს დიდებული ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი მომენტია. როგორც ყოველთვის, მზად ვარ და დამალვას არ ვაპირებ.

    ყოველ წელს ეს პერიოდი სეზონის გადამწყვეტ მომენტად იქცევა ხოლმე. აპრილის ბოლოს გამოიკვეთება, თუ როგორი გამოვა ჩვენი სეზონი.

    დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავიღებთ. რაც შეეხება შედეგს, იგი ღმერთის ხელშია," - განაცხადა კილიანმა.

    25 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონშიც ფენომენალურად გამოიყურება. კილიანმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 39 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბარსას" პირველი ჯახი 10 აპრილსაა ჩანიშნული, საპასუხო შეხვედრა კი 16 აპრილს გაიმართება.

    Facebook კომენტარები