• 07-04-2024
    "ტუხელი გუნდს არსენალთან გაიყვანს"  - "ბაიერნის" განცხადება
    "ტუხელი გუნდს არსენალთან გაიყვანს" - "ბაიერნის" განცხადება

    ფაბრიციო რომანოს ცნობით, თომას ტუხელი მწვრთნელის პოსტიდან არ მოიხსნება და ის გუნდს კვლავაც გაუძღვება არსენალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებში. 

    "ის 100%-ით გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას მომავალ თამაშებში", განაცხადეს "ჰაიდენჰაიმთან" 3-2  მარცხის შემდეგ დირექტორებმა - ებერლმა და ფროუნდმა. 

    დღევანდელი დღის შემდეგ, ბაიერნმა, პირველად 2011/12 წლების შემდეგ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ბოლო ჩატარებული ათი მატჩიდან ხუთი წააგო. 

    "რეკორდმაისტერი" ასევე დამარცხდა ბუნდესლიგის დებიუტანტთან 2000 წლის შემდეგ პირველად. შეგახსენებთ, რომ გუნდი ამჟამად ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ტრიუმფატორ "ლევერკუზენს" 16 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები