• 08-04-2024
    "ჩვენ ეს უნდა გავაანალიზოთ" - პოჩეტინო "შეფილდთან" მატჩის შემდეგ
    "ჩვენ ეს უნდა გავაანალიზოთ" - პოჩეტინო "შეფილდთან" მატჩის შემდეგ

    7 მაისს "ჩელსისა" და "შეფილდ იუნაიტედის" შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ კი მატჩის შემდეგ კლუბს მეტი ტრანსფერის განხორციელებისკენ მოუწოდა. 

    "ეს ჩვეულებრივი პროცესია რაც მოხდა" განაცხადა მატჩის შემდეგ არგენტინელმა, იტყობინება "Football London".

    "ჩვენ უნდა მივიღოთ, ვიმუშაოთ და შევეცადოთ გამოვასწოროთ ამ ტიპის პრობლემები. ყოველთვის, როდესაც სეზონის დასასრული მოვა, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ რა გვაკლია გუნდში, რათა ვეცადოთ, დავამატოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ მსგავი პრობლემების მოგვარება. ეს ყველაფერი კი მომდევნო სეზონებში კლუბის უკეთეს შედეგებზე აისახება". 

    "ჩელსიმ" უკვე 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დახარჯა ტოდ ბოჰლის და ქლეარლეიკის  მფლობელობაში. თუმცა, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ლურჯები მხოლოდ გაუარესდნენ - რაც მეკარეების შემთხვევაში აშკარა რეალობაა. 

    "ჩელსი" მიმდინარე სეზონში პრეიერლიგური ცხრილის მე-9 ადგილს იკავებს და 30 ჩატარებული მატჩის შემდეგ, მათ ანგარიშზე 44 ქულაა.

    Facebook კომენტარები