ოფიციალურად: "ჟოაო მარიო "ინტერის" ფეხბურთელია"

28-08-2016, 16:04

მილანის "ინტერმა" პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

23 წლის ევროპის ჩემპიონმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება პარასკევს გაიარა.

"ჩვენ მივაღწივეთ შეთანხმებას მილანის "ინტერთან" ჟოაო მარიოს ტრანსფერსი თაობაზე და 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ იგი იტალიურ კლუბში გადავიდა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ფეხბურთელს და მადლობას ვუხდით გუნდში გატარებული დროისთვის." - წერია ლისაბონის "სპორტინგის" ოფიციალურ განცხადებაში.

"მე მას მთელი ევროპის ჩემპიონატის მანძილზე ვაკვირდებოდი და ვნახე მისი ტრიუმფი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად. მოხარული ვარ რომ ამიერიდან ჟოაო მარიო ჩვენს რიგებში იასპარებზებს." - აცხადებს მილანური კლუბის მფლობელი ჟინდონგ ჟანგი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით