• 09-04-2024
    ევრო 2024! რა თანხას იღებს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში
    ევრო 2024! რა თანხას იღებს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში

    ცნობილმა ევროპულმა სააგენტომ, Finance Football Research-მა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გაამხილა.

    საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული წყაროს მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინგლისის ნაკრების თავკაცს, გარეთ საუთგეითს აქვს, ყველაზე ნაკლებ თანხას კი დებიუტანტი საქართველოს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იღებს.

    24 გუნდის სია ასე გამოიყურება:

    1. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) - €5.800.000

    2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - €4.800.000

    3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - €4.000.000

    4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - €3.800.000

    5. ლუის ვან გაალი (ნიდერლანდები) - €3.000.000

    6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - €3.000.000

    7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - €1.800.000

    8. მურატ იაკინი (შვეიცარია) - €1.600.000

    9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - €1.500.000

    10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - €1.500.000

    11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) - €1.500.000

    12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) - €1.400.000

    13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) - €1.250.000

    14. სერგეი რებროვი (უკრაინა) - €1.250.000

    15. კასპერ ჰიულმანი (დანია) - €1.150.000

    16. სილვინიო (ალბანეთი) - €750.000

    17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) - €560.000

    18. სტივ კლარკი (შოტლანდია) - €550.000

    19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) - €540.000

    20. მარკო როსი (უნგრეთი) - €300.000

    21. მატიაშ კეკი (სლოვენია) - €300.000

    22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) - €250.000

    23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) - €240.000

    24. ვილი სანიოლი (საქართველო) - €200.000

    Facebook კომენტარები