• 09-04-2024
    გრემ პოტერმა "აიაქსის" ჩაბარებაზე უარი თქვა
    გრემ პოტერმა "აიაქსის" ჩაბარებაზე უარი თქვა
    ავტორი
    Aa

    Voetball International-ის ინფორმაციით, 48 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა, გრემ პოტერმა ამსტერდამის "აიაქსის" ჩაბარებაზე უარი თქვა.

    უკვე გადაწყვეტილია, რომ ნიდერლანდული კლუბის ამჟამინდელი თავკაცი, ჯონ ვან სხიპი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. "ღვთის შვილებმა" მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს, პოტერი კი ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა.

    გრემსა და "აიაქსს" შორის სერიოზული დიალოგი გასულ უქმეებზე შედგა. სწორედ ამის შემდეგ შეატყობინა მან ამსტერდამელებს საკუთარი გადაწყვეტილება.

    ნიდერლანდური გამოცემა გრემის უარის მიზეზად იმ ქაოსს ასახელებს, რომელიც ამსტერდამულ კლუბში სუფევს.

    შეგახსენებთ, რომ "აიაქსი" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. სხიპის გუნდი ახლა ერედივიზიეს მე-6 ადგილზეა, ევროტურნირების ზონას კი 7 ქულით ჩამორჩება. კვირას მათ "ფეინოორდთან" 0:6 წააგეს.

    რაც შეეხება პოტერს, ბოლოს იგი ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობდა, 2023 წლის 2 აპრილიდან კი უმუშევარია.

    Facebook კომენტარები