• 10-04-2024
    მნიშვნელოვანი შეხვედრა გერმანიაში - რაზე იმსჯელეს ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებმა
    მნიშვნელოვანი შეხვედრა გერმანიაში - რაზე იმსჯელეს ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებმა

    გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრების მწვრთნელთა შეკრება გაიმართა.

    ამ კრებაზე სპეციალისტებმა ევრო 2024-ის გუნდების განაცხადების 23-კაციდან 26-კაცამდე გაზრდაზე იმსჯელეს.

    რა თქმა უნდა დიუსელდორფში საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა.

    როგორც ცნობილია, სპეციალისტთა უმეტესობა განაცხადის რაოდენობის გაზრდას უჭერს მხარს, მათ შორის "ჯვაროსნების" მთავარ მწვრთნელიც.

    მოგახსენებთ, რომ დღევენდელი რეგლამენტით გუნდებმა ჩემპიონატზე 23 ფეხბურთელი უნდა გამოიძახონ.

    როგორც იწერება, მწვრთნელთა ამ ინიციატივას უეფას კომიტეტი 22 აპირლს განიხილავს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები