• 10-04-2024
    "არანაირი ეროვნული გმირი, უბრალოდ ჩემი სამუშაო შევასრულე" - სანიოლის საინტერესო კომენტარი
    "არანაირი ეროვნული გმირი, უბრალოდ ჩემი სამუშაო შევასრულე" - სანიოლის საინტერესო კომენტარი
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში, ბუნებრივია, უდიდესი წვლილი ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მიუძღვის.

    უდიდეს ტრიუმფთან დაკავშირებით თავად ფრანგმა სპეციალისტმა მედიასთან ისაუბრა.

    "ძალიან საინტერესო იქნება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. საქართველოში ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდნენ და სიხარული ყველამ ერთად გამოვხატეთ.

    "არანაირი ეროვნული გმირი, უბრალოდ ჩემი სამუშაო შევასრულე. ჩემთვის უმთავრესი ჯილდო ნაკრების მოთამაშეებისა და ფედერაციის წევრების ბედნიერება არის.

    "საბერძნეთთან მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ, რათა მეტად კონცენტრირებულნი ყოფილიყვნენ. საბოლოოდ კი შედეგი დაიდო", - თქვა სანიოლმა.

    Facebook კომენტარები