"იუვენტუსი" მატუიდისათვის კვლავ იბრძოლებს

29-08-2016, 23:27

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ არ დასრულებულა "პსჟ"-ს ფრანგი საყრდენის ბლეს მატუიდის ტრანსფერის საკითხის განხილვა და ის კვლავ გრძელდება.

L'Equipe - ს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის შეძენა ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსს" სურს, რადგან გუნდი "ბებერი ქალბატონის" ლიდერმა პოლ პოგბამ დატოვა და კლუბს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება ესაჭიროება.

თავის მხრივ ბლეს მატუიდის პარიზულ კლუბში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ალბათობით დედაქალაქური გუნდის რიგებს დატოვებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით