• 11-04-2024
    ბრენტფორდმა ტოუნის ფასი დააკლო - არსენალს შანსი გაუჩნდა
    ბრენტფორდმა ტოუნის ფასი დააკლო - არსენალს შანსი გაუჩნდა

    "ბრენტფორდის" თავდამსხმელის - აივან ტოუნის უფასოდ წასვლის თავიდან ასაცილებლად, გუნდი მზადაა ზაფხულში იგი იმაზე გაცილებით დაბალ ფასად გაუშვას, ვიდრე ამას უკვე რამდენიმე სეზონია ითხოვდნენ.

    ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარაა, "ბრენტფორდი" უარს აცხადებდს აივან ტოუნის არანაკლებ 100 მილიონ ფუნტად გაყიდვის შესახებ. "არსენალი" უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია მისი შეძენით, პრემიერ ლიგაში მისი საგოლე ალღო ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია. თუმცა "მეთოფეებმა" ვერ შეძლეს ტონის დამატება, ძირითადად "ბრენტფორდის" მაღალი ფასის მოთხოვნის გამო.

    Sky Sports-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც ტოუნიმ უარი თქვა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, გუნდში მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. "ფუტკრებმა" რადიკალურად შეამცირეს მათი ფასის მოთხოვნა დაახლოებით 30 დან 40 მილიონ ფუნტამდე. 

    აქედან გამომდინარე, "არსენალს" ახლა ტოუნის შესაძენად იდეალური შანსი ეძლევა, თუმცა კლუბმა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს, ვინაიდან 28 წლის ინგლისელი თავდამსხმელის შეძენით პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის ლონდონის "ჩელსიც".

    შეგახსენებთ, რომ ფსონების განთავსების გამო ტოუნიმ 2023/24 წლების სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა, საქმეში დაბრუნების შემდეგ კი მისი სტატისტიკა 13 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი და 1 ასისტია.

    Facebook კომენტარები