• 11-04-2024
    მბაპეს შემცვლელად! - პსჟ-ს კვარაცხელიას შეძენა სურს
    მბაპეს შემცვლელად! - პსჟ-ს კვარაცხელიას შეძენა სურს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია.

    გავლენიანი იტალიური სააგენტოს, II MATTINO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს.

    25 წლის ფრანგი მოთამაშის მადრიდის “რეალში” გადაბარგება თითქმის წარმოუდგენელი ამბავი გახლავთ.

    პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტს განიხილავენ. აურელიო დე ლაურენტისს ორი ალტერნატივა აქვს, გაუხანგრძლივოს ხვიჩას კონტრაქტი ან 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.

    ცხადია, “პარტენოპეის” მფლობელს მეორე ვარიანტი მეტად ხიბლავს. საგულისხმოა, რომ ხვიჩას შეძენა “ბარსელონასაც” სურს.

    ცნობისთვის, კვარამ სერია ა-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები