ვერატი: "საფრანგეთში დონარუმაზე გაკვირვებით მეკითხებიან"

31-08-2016, 20:15

"პარი სენტ-ჟერმენის" იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ "მილანის" 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზში მის შესახებ უფრო ეკითხებიან, ვიდრე ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონიზე.

"მე ვაფასებ ახალგაზრდა მოთამაშეებს და ვფიქრობ, რომ მათ გაზრდა შეუძლიათ. ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან თავიანთი გუნდთათვის და კარგია, როცა ზოგიერთი მათგანს ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში იძახებენ".

"დონარუმა? მასზე პარიზში ხშირად და ამავდროულად გაკვირვებით მეკითხებიან: ნუთუ ის მართლა 17 წლის არის?    შეიძლება ითქვას, საფრანგეთში მის შესახებ უფრო მეტი ინტერესია, ვიდრე თვით ჯიჯიზე", - ამბობს ხუმრობით მარკო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით