• 12-04-2024
    “ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი” - ლევან საგინაშვილმა თავისი გზა გაიხსენა
    “ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი” - ლევან საგინაშვილმა თავისი გზა გაიხსენა

    ლევან საგინაშვილმა Ambebi.ge-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    - ლე­ვან, რო­გო­რი იყო თქვენ­თვის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით 2023 წელი?

    - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვე - ჩემი ტი­ტუ­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა მი­ვი­ღე. მაჯა და­ვი­ზი­ა­ნე და ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მკურ­ნა­ლო­ბას ხან­გრძლი­ვად მო­ვუნ­დი... მკურ­ნა­ლო­ბას მა­ინც გავ­დი­ვარ, თუმ­ცა უკე­თე­სად ვარ და ვემ­ზა­დე­ბი ახა­ლი შე­ჯიბ­რის­თვის, რო­მე­ლიც 20 აპ­რილს მექ­ნე­ბა. ჩვენს სპორ­ტშიც ხში­რია ტრავ­მე­ბი, იგი­ვე მა­ჯის მყე­სე­ბის გა­წყვე­ტა, მო­ტე­ხი­ლო­ბა... ამი­ტომ, სა­ჭი­როა მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ვი­ტა­მი­ნი, რაც სა­ჭი­როა, მი­ი­ღო, რომ ორ­გა­ნიზ­მმა დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს.

    ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი ვარ­ჯი­ში და სწო­რი დას­ვე­ნე­ბა. კი­დევ არის რა­ღაც პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც უნდა ჩა­ი­ტა­რო, რომ ორ­გა­ნიზ­მი ას­პა­რე­ზო­ბის­თვის მზად იყოს... მოკ­ლედ, პა­ტარ-პა­ტა­რა არა­ერ­თი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

    - წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ხართ, რამ­დე­ნი­მე გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, გარ­და ამ წარ­მა­ტე­ბი­სა, სპორ­ტმა ემო­ცი­უ­რად რა მო­გი­ტა­ნათ. აქვე, რას ნიშ­ნავს, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკლავ­ჭი­დე­ლი?

    - პირ­ველ რიგ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, მე­ო­რე - ის, რომ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩემ­გან მო­გე­ბას ელო­დე­ბა, რად­გან ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სულ ვი­გებ. ამი­ტომ მეც მუდ­მი­ვად მო­სა­გე­ბად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა წარ­მა­ტე­ბა.

    - გარ­და იმი­სა, რომ ხალ­ხს რო­გორც სპორ­ტსმე­ნი უყ­ვარ­ხართ, ასე­ვე თქვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოც...

    - მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ჩემ­პი­ო­ნო­ბი­სა, მა­ინც ის დავ­რჩი, რაც ვი­ყა­ვი. პო­პუ­ლა­რო­ბამ არ შემ­ცვა­ლა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნოა წარ­მა­ტე­ბა, თუმ­ცა ამას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც პრი­ვი­ლე­გი­ად არ მი­ვიჩ­ნევ.

    - ე.ი. ჯან­სა­ღად შე­ხე­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს... ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბით სხვე­ბის­გან რომ გა­მო­ირ­ჩე­ვით, ამის გამო მეტ­სა­ხე­ლად ჰალ­კი და­გარ­ქვეს. ამ მეტ­სა­ხელ­მა რა მო­გი­ტა­ნათ?

    - ეს მეტ­სა­ხე­ლი დარ­ბაზ­ში მა­ლე­ვე შე­მარ­ქვეს, როცა ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა და კარ­გიც არის, ადა­მი­ა­ნე­ბი ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ და მი­მახ­სოვ­რე­ბენ. ეს სა­ხე­ლი მეც მო­ვირ­გე, არ მა­ღი­ზი­ა­ნებს...

    ჩემი აღ­ნა­გო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცებ­ში ხელს მიშ­ლის. 180 კილო ვარ და სი­მაღ­ლე­ში - 192 სმ. ამ წო­ნის ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი გექ­მნე­ბა, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბი... ჩვენს სპორ­ტში წონა დი­დად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ მე ასე­თი გე­ნე­ტი­კა მაქვს, კი­ლოგ­რა­მებს ად­ვი­ლად ვი­მა­ტებ. კი­დევ კარ­გი, სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მან­ქა­ნა მყავ­დეს, თო­რემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით რომ მემ­გზავ­რა, ავ­ტო­ბუ­სით ან "მარ­შრუტ­კით", გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ტრან­სპორ­ტში გა­ვი­ჭე­დე­ბო­დი, თუ ავი­დო­დი, სამი ადა­მი­ა­ნის უნდა გა­და­მე­ხა­და, რად­გან სამი ადა­მი­ა­ნის ად­გილს და­ვი­კა­ვებ­დი. პა­ტა­რა მან­ქა­ნებ­ში გა­სარ­თო­ბად ჩაჯ­დო­მა შე­იძ­ლე­ბა, რომ ვიმ­გზავ­რო, ისე, ასე­თი მან­ქა­ნით ყო­ველ­დღე ვერ ვი­მოძ­რა­ვებ­დი... ოჯახ­ში და სა­ნა­თე­სა­ვო­შიც ჩემ­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არა­ვის აქვს.

    - მკლავ­ჭიდს თა­ვის­თა­ვად რა აზარ­ტი აქვს?

    - უცხო ადა­მი­ა­ნიც რომ მხვდე­ბა, ყვე­ლას უნდა, რომ სცა­დოს თა­ვი­სი ძალა - ხელი გა­და­გი­წი­ოს. მო­ჭი­და­ვეს ამას არ ეტყვი­ან, - მოდი, ვი­ჭი­და­ო­თო... არც რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხე­ო­ბის სპორ­ტსმენს. მკლავ­ჭი­დი ისე­თი სპორ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ შე­უძ­ლია.

    - ყვე­ლას აქვს იმის უფ­ლე­ბა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გა­ა­ჩე­როს, ხელი გა­და­უ­წი­ოს და გა­მო­ცა­დოს?

    - ვა­გე­ბი­ნებ ხოლ­მე (იცი­ნის)... ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი სპორ­ტია, ვი­საც ერთხელ მა­ინც გა­და­უ­წე­ვია ხელი, მერე ძა­ლი­ან იზი­დავს. წა­გე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს. მეც ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ ხელი რომ გა­და­ვუ­წიო, სწყინს, ეს ბევ­რის­თვის შე­მიმ­ჩნე­ვია.

    - ლე­ვან, წელს და­ქორ­წინ­დით და პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, როცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხვდე­ბით. რო­გო­რია თქვე­ნი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა?

    - ერთი წე­ლია, რაც ახალ ბი­ნა­ში გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დი... ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბით - მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი ძაღ­ლი.

    - ბავ­შვო­ბა­ში რო­გორ ხდე­ბო­და ხოლ­მე?

    - ბავ­შვო­ბა­ში მიყ­ვარ­და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი, რომ გა­ვი­ზარ­დე, მერე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ მქონ­და. პა­ტა­რა­ო­ბა­ში მა­მა­ჩემ­მა თა­ვი­დან­ვე მი­თხრა, რომ თოვ­ლის პაპა არ არ­სე­ბობ­და, რომ სა­ჩუქ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს მოჰ­ქონ­დათ. ნაძ­ვის ხეც მახ­სოვს, რომ მი­ხა­რო­და... ახალ წელს სხვა­გან არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, სულ სახ­ლში და ახ­ლაც ასე ვა­პი­რებთ.

    - პირ­ველს რა სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­ვამთ და რა სას­მე­ლით?

    - რო­გორც წესი, ღვი­ნით შევსვამ. ისე ალ­კოჰოლს არ ვსვამ. უბ­რა­ლოდ, ერთ ჭი­ქას დავ­ლევ, მად­ლო­ბას ვე­ტყვი ძველ წელს და შევ­ხვდე­ბი ახალ წელს სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, იმე­დე­ბით. 2024 წელს ორი შე­ჯიბ­რი მექ­ნე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბას ველი.

    - გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებთ და სა­უ­კე­თე­სო წელს.

    - დიდი მად­ლო­ბა... მეც ყვე­ლას მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ, ჯან­მრთე­ლო­ბას, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და ერ­თმა­ნე­თი და­ვა­ფა­სოთ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები