• 12-04-2024
    მორიგი მატჩი! - შოთა არველაძე BIF-ის წინააღმდეგ ითამაშებს
    მორიგი მატჩი! - შოთა არველაძე BIF-ის წინააღმდეგ ითამაშებს

    20 აპრილს ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე “აიაქსის” ლეგენდები BIF-ს (Black Impact Foundation) დაუპირისპირდება.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართცელოს ნაკრებისა და “აიაქსის” ლეგენდა, შოთა არველაძეც მიიღებს მონაწილეობას.

    საგულისხმოა, რომ BIF-ის გუნდში დიდა, კლარესნ ზეედორფი, დიდიე დროგბა, კლოდ მაკელელე, კრისტიან კარემბე და სხვა ლეგენდარული მოთამაშეები იასპარეზებენ.

    ცნობისთვის, არველაძემ ბოლოს Geo 11-ისა და “ინტერის” ლეგენდების მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მილანურმა გუნდმა ფიგუს დუბლით იმარჯვა.

    Facebook კომენტარები