• 12-04-2024
    უმძიმესი ტრავმა! - კონსტანტინ მარადიშვილის დებიუტი დიდი ხნით გადაიდო
    უმძიმესი ტრავმა! - კონსტანტინ მარადიშვილის დებიუტი დიდი ხნით გადაიდო

    როგორც მოგეხსენებათ, “ნიჟნი ნოვგოროდის” 24 წლის მოთამაშემ, კონსტანტინ მარადიშვილმა რამდენიმე თვის წინ პასპორტის პრობლემები მოაგვარა და საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო.

    რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში “ნიჟნი ნოვგოროდმა” შინ “კრასნოდარი” მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

    მარადიშვილი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან 34-ე წუთზე ტრავმის გამო გაიყვანა.

    კონსტანტინს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

    24 წლის მარადიშვილი ოპერაციას გერმანიაში გაიკეთებს და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

    შესაბამისად, კონსტანტინის დებიუტს საქართველოს ნაკრებში კიდევ დიდი ხანი ვერ ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები