• 12-04-2024
    მორიგი ტრავმა - იუნაიტედის პრობლემები გრძელდება
    მორიგი ტრავმა - იუნაიტედის პრობლემები გრძელდება

    "მანჩესტერ იუნაიტედში" პრობლემებია. "ჩელსისთან" მიღებული კუნთის ტრავმის გამო, რაფაელ ვარანი მომდევნო რამდენიმე კვირას გამოტოვებს. 

    ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გამოტოვა დაზიანებების გამო, "არისტოლრატებთან" მიღებული ტრავმა კი უკანასკნელია. 

    ვარანს კუნთის ტკივილი პირველ ნახევარში დაეწყო და ტაიმის შემდეგ გასვლაც მოუწია. სამწუხაროდ, ვერც მისმა შემცვლელმა -  ჯონი ევანსმაც შეძლო მატჩის დასრულება და მანაც ტრავმირებულმა დატოვა მოედანი 66-ე წუთზე. 

    "წითელ ეშმაკებში" ვარაუდობენ, რომ ვარანი მაისში, სეზონის დასრულებამდე დაბრუნდება. რაც შეეხება ჯონი ევანსს, მასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაუცდეს, დანამდვილებით კი ისაა ცნობილი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი "ბორნმუტთან" მატჩს გამოტოვებს. გუნდს ვერც არგენტინელი ლისანდრო მარტინესიც დაეხმარება. 

    დიდია შანსი იმისა, რომ მანჩესტერი სეზონს მაგუაიერი - კამბალას წყვილით დაასრულებს.

    Facebook კომენტარები