• 12-04-2024
    "ჰალანდი გაცილებით რთული იქნება" - ლა ლიგის პრეზიდენტმა პერესის პოლიტიკა შეაფასა
    "ჰალანდი გაცილებით რთული იქნება" - ლა ლიგის პრეზიდენტმა პერესის პოლიტიკა შეაფასა

    თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ფორვარდი - კილიან მბაპე მადრიდში გაემგზავრება და "რეალის" მაისურს მოირგებს. მას „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასასრულს ეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

    რეალის სახელგანთქმული „გალაქტიკოს“ რეკრუტირების პოლიტიკამ ასევე შეიძლება რაღაც ეტაპზე ნორვეგიელი თავდამსხმელის - ერლინგ ჰალანდის შეძენაც დააპიროს, რადგან ამბობენ, რომ მის კონტრაქტში "მანჩესტერ სიტსის" დატოვების რამდენიმე პუნქტია გაწერილი. თუმცა, ლა ლიგის პრეზიდენტი - ხავიერ ტებასი დარწმუნებული არ არის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

    ტებასმა, ISDE-ს მიერ ორგანიზებულ ISC-ის კონგრესზე გამოსვლისას, ესპანეთის დედაქალაქში სატრანსფერო ბიზნესზე საუბრისას თქვა: „მინდა ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესოებმა ითამაშონ". მბაპეს 99,99% შანსს ვაძლევ, რომ ის მომავალ სეზონში მადრიდის რეალში ითამაშებს. რაც შეეხება ჰალანდს, ეს გაცილებით რთული იქნება. მან "სიტისთან" ერთად ძალიან ცოტა დრო გაატარა იმისათვის, რომ გუნდის დატოვებაზე იფიქროს.

    "Blancos"-ის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არის ადამიანი, რომელიც ცნობილია იმით, რომ თითქმის ყოველთვის იმას იღებს, რაც სურს. ტებასმა ასევე სუპერლიგის თემას დაამატა და თქვა: „თავს ვიცავ, როგორც შემიძლია, ფლორენტინო გავლენიანი ადამიანია". სილვიო ბერლუსკონის შემთხვევაში ვიცოდით, რომ ის მემარჯვენე იყო, აქ კი ფლორენტინო ყველასთანაა. მას დიდი გავლენა აქვს, ძალიან დიდი... ეს არც ქვეყნისთვისაა კარგი და არც ფეხბურთისთვის“.

    Facebook კომენტარები