ბრაზილიას მირანდა უკაპიტნებს

1-09-2016, 19:17

ბრაზილიის ნაკრების ახალი კაპიტანი მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველი მირანდა იქნება.

მირანდამ კაპიტნის პოსტზე ნეიმარი შეცვალა, რომელმაც ოლიმპიადაზე ჩემპიონობის შემდეგ თავად განაცხადა უარი ნაკრების გაძღოლაზე. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს აცნო მედიას.

"ბრაზილიას ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ყავს და ბედნიერი ვარ, რომ კაპიტნის სამკლაურის ტარება მე მომიწევს." - განაცხადა მირანდამ პრესკონფერენციაზე. "ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავამართლო გულშემატკივრებისა და მთავარი მწვრთნელის მოლოდინი."

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს მომდევნო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ეკვადორთან აქვს და სავარაუდოდ სწორედ ამ მატჩში შედგება მირანდას დებიუტი, ნაკრების კაპიტნის სტატუსით.

  • Beckhamfan
  • 1 სექტემბერი 2016 21:31
არ ველოდი ამას ნაღდად...

  • tsandro
  • 2 სექტემბერი 2016 00:16
ამაზე დიდ სისულელეს ვერ გააკეთებდნენ ;/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით