• 12-04-2024
    “ვალენსიას” მამარდაშვილის შენარჩუნება სურს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი
    “ვალენსიას” მამარდაშვილის შენარჩუნება სურს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

    EL Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილს უახლოეს მომავალში შეხვდება. “ღამურებს” სურთ, რომ ქართველი მეკარე 35 მილიონ ევროდ გაყიდონ.

    საგულისხმოა, რომ “ვალენსიას” მთავარ მწვრთნელს, რუბენ ბარახას ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

    მიუხედავად ამისა, “ვალენსია” მთავარი მწვრთნელის მოსაზრებებს არ იზიარებს, “ღამურების” მიზანი ქართველო მეკარის გასხვისებაა.

    ცნობისთვის, მამარდაშვილის შეძენით ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ნიუკასლი” და სხვა ტოპ გუნდი ინტერესდება.

    Facebook კომენტარები