• 12-04-2024
    300 000 დოლარი წაგების გამო აზერბაიჯანელებისგან - იტალიელი მოჭიდავე სკანდალურ განცხადებას აკეთებს
    300 000 დოლარი წაგების გამო აზერბაიჯანელებისგან - იტალიელი მოჭიდავე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

    როგორც მოგეხსენებათ, ბაქოში გამართულმა ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

    კუბური წარმოშობის იტალიელი მოჭიდავე, ფრანკ ჩამიზო მასპინძელი ტურან ბაირამოვის წინააღმდეგ აშკარად დაიჩაგრა.

    ჩამიზომ La Reppublica-სთან საუბრისას სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც გაამხილა, რომ მას წაგების სანაცვლოდ 300 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამს სთავაზობდნენ:

    “გთვიცნობიერებულო მქონდა ის ფაქტი, რომ წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანში ვჭიდაობდი. მათ ყველაფერი ნაყიდი ჰქონდათ. ალბათ, დააკვირდით, რომ ბაირამოვის მონაწილეობით ყველა ორთაბრძოლას ერთი და იმავე მსაჯი ჰყავდა. ფინალამდე მისვლა მოვახერხე, შემდეგ კი, ისეთი ამბები დატრიალდა, რამდენიმე წლის წინ კრივში რომ ვხედავდით ხოლმე. ყველაზე სერიოზული ფაქტი ის არის, რომ ისინი ჩემთან მოვიდნენ და წაგებისთვის 300 ათასი დოლარი შემომთავაზეს. არ მინდა ვთქვა, მისი ვინაობა, თუმცა, ეს აწონვების დროს მოხდა. ისინი, სადაც საჭირო იყო, იქ გავუშვი. მე ხომ საკუთარი თავის გარდა, იტალიას წარმოვადგებ. მე ცოცხალი მტკიცებულება ვარ. ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ნახეთ ის ორთაბრძოლა და თავად განსაჯეთ ყველაფერო. ჩემთვის იმდენად აუტანელია, რომ ამ სპორტზე საუბარიც კი აღარ მინდა". - განაცხადა ჩამიზომ.

    ცნობისთვის, იტალიის ჭიდაობის ფედერაციამ აღნიშნულ მარცხი გასააჩივრა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები