კაშია: "ავსტრიას დიდი დანაკლისით ვხვდებით"

2-09-2016, 20:24

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არმენის "ვიტესის" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"მიხარია, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გავმართავთ. მეტოქე ძლიერია, თუმცა არაფერს დავიშურებთ 3 ქულის მოსაპოვებლად".

"პირველივე ოფიციალურ მატჩს დიდი დანაკლისით ვხვდებით. გუნდს ვერ დაეხმარება 2 უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯაბა კანკავა. მათ გარეშე თამაში ძალიან გაგვიჭირდება".

"და ბოლოს, მინდა მივმართო გულშემატკივრებს, რომ მხარი დაგვიჭირონ. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჰოლანდიური კლუბის კაპიტანმა.

  • Milanista21
  • 3 სექტემბერი 2016 16:04
genacvale kasho unda gadavuarot... me movdivar da imedia gavavsebT heart_eyes heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით