რაიოლა: "ზლატანისთვის "მილანი" საუკეთესო კლუბია"

3-09-2016, 12:43

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ თავისი ერთ-ერთი კლიენტის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. რაიოლამ აღნიშნა, რომ შვედ ფორვარდს ძალიან სურდა "მილანში" დაბრუნება, თუმცა იტალიურმა გრანდმა ეს ვერ შეძლო.

"ზლატანი ხშირად ამბობს, რომ "როსონერი" საუკეთესოა იმ კლუბებს შორის, სადაც მას ოდესმე უთამაშია. ჩვენ "შავ-წითლებში" თავს კარგად ვგრძნობდით, ხელფასი იყო იდეალური, განწყობა შესანიშნავი და არ შეგვეძლო ნაკლი გვეპოვა, თუმცა მაშინ ხელმძღვანელებმა მოულოდნელად გაჩენილი ფინანსური პრობლემების გამო, ზლატანის შენარჩუნება ვერ შეძლეს".

"მიმდინარე ზაფხულშიც ვცდილობდით დავბრუნებულიყავით "მილანში", თუმცა ამ შემთხვევაშიც კლუბი უძლური აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ განვიხილეთ სხვა ვარიანტები. "მანჩესტერი" არაჩვეულებრივი არჩევანია. იბრა იქ ტიტულის მოსაგებად და თავისი კვალის დასატოვებლად წავიდა. ვფიქრობ, ის ყველაფერს შეძლებს", - ამბობს შვედის პირადი აგენტი.

  • Milanista21
  • 3 სექტემბერი 2016 16:03
შენ გენაცვალე იბრა და მილანის ხელმძღვანელების დედა მოვიკითხე მე confused

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით