• 14-04-2024
    "გადაიხადეთ 65 მილიონი და დაივიწყეთ ოსიმენი" - არსენალში ისაკი სურთ
    "გადაიხადეთ 65 მილიონი და დაივიწყეთ ოსიმენი" - არსენალში ისაკი სურთ

    ალექსანდრ ისაკზე, როგორც  პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ. და მაინც, "ნიუკასლის" შემტევი 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაა, ხოლო ბოლო ტურში, სადაც მისი გუნდი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა, მან სტატისტიკას დუბლიც დაამატა.

    24 წლის შვედს მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 17 გოლს აქვს გატანილი და "კაჭკაჭების" ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.

    ზოგიერთმა გულშემატკივარმა X-ზე, ისაკის მოძრაობები ტიერი ანრის მოძრაობასაც შეადარა. "ისევე, როგორც "არსენალის" ლეგენდას, ისაკს უყვარს მარცხნიდან ცენტრში შეჭრა და ბურთის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩახვევა - ზუსტად ისე, როგორც სპურსის წინააღმდეგ გააკეთა".

    ზოგიერთი წყაროს ცნობით, "არსენალში" შეამჩნიეს ისაკის პროგრესი და მათ მიაჩნიათ, რომ 2024 წლის ზაფხულში მისი კლუბში მიყვანა შესაძლებელია. ეს კი "მეთოფეებს" ძალიან დაეხმარება თავდამსხმელის პრობლემების გადაჭრაში.

    Facebook კომენტარები