ანჩელოტი: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

3-09-2016, 22:04

მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელმა თავკაცმა მისი გუნდის წლევანდელ გეგმებზე ისაუბრა. კარლო ანჩელოტის განცხადებით, მიუნხენელთა მიზანი მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

"წელს ჩვენი მიზანი რაღათქმაუნდა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა." - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი. "გასულ წლებში, მცირე შეცდომების გამო, გუნდს სულ ცოტა აკლდებოდა ტიტულის მოპოვებამდე, ახლა კი ეს შეცდომები აღარ არსებობს და ყველაფერი გვაქვს წარმატებისთვის."

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა გუნდმა უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის თასი 2012/13 წლების სეზონში აღმართა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით